|
2019-04-24 16:05:26, 1379 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კანონპროექტი მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის გარანტიას იძლევა
„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არა მარტო საშუალებას, არამედ გარანტიასაც და ამის ნათელი მაგალითი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, როდესაც დაამტკიცებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „ჩვენ გავწერეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესს - საერთო ინტერესი არის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების შერჩევა უზენაესი სასამართლოსთვის და ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი არცერთ ევროკავშირის ქვეყანაშიც კი. შეუძლია, ნებისმიერს, გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება. არსად ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არ არსებობს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია იმისა, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეს კანონი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი იქნება მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. კობახიძე ოპონენტების მოთხოვნასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა დაბრუნდეს. „ამის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ, რომ კანონპროექტი არის მაქსიმალურად დახვეწილი და ასახავს იმ ინტერესს, რასაც ჰქვია მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ინტერესი. არის მაქსიმალურად დახვეწილი, თუ ერთი ოპონენტი მაინც მოიტანს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც ამის მეათედი მაინც არის გაწერილი, მაშინ ჩვენ შეიძლება დავაბრუნოთ მეორე მოსმენაზე ეს კანონპროექტი. ევროკავშირის ვერცერთი ქვეყნის ვერცერთ მაგალითს ვერ მოგვიყვანთ, სადაც ამის მეათედიც კი არის გაწერილი. ეს არის ყველაფრის ნათელი დასტური",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)