|
2019-04-22 13:35:55, 1451 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი კილაძეს: თქვენი განცხადებით პოლიტიკურ ფსკერზე დახვედით
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სალომე სამადაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა სუს-ის ანგარიშის შემდეგ კითხვა-პასუხის დახურულ რეჟიმში გაგრძელების თაობაძე. მისი თქმით, მედიას და საზოგადოებას აქვს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხის გაცემაა საჭირო. „ჩემთვის, საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის, ვფიქრობ, საინტერესოა საჯაროდ მოისმინოს პასუხი ისეთ შეკითხვაზე, როგორიც მე მაქვს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთან: ეხმარება თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ის პიარკამპანია, რაც დღეს წარმოებს პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ , როდესაც მათ თქვენი ხელისუფლების სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებებით ისლამურ ფუნდამენტალისტურ მოძრაობასთან აკავშირებენ. ძალიან მაინტერესებს, რომ ამაზე პასუხი მოვისმინო საჯაროდ, და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე პასუხი მოისმინონ მედიის წარმომადგენლებაც, რომლებიც, სამწუხაროდ ამ სამარცხვინო კამპანიას აწარმოებენ დღეს, როდესაც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ, გთხოვთ ყველა შეკითხვა დაისვას ღიად და შემდეგ მივცეთ დისკრეცია სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს განსაზღვროს, რომელ შეკითხვას უპასუხოს საჯაროდ და რომელს არა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. „ქართულის ოცნების“ წევრმა სოფიო კილაძემ სალომე სამადაშვილს მოუწოდა ეთნიკური დაპირისპირების საკითხი არ წამოეწია. „ქალბატონო სალომე, ჩვენ, ბევრი ეთნოსი, საუკუნეების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით ამ ქვეყანაში და ვამაყობთ იმით, რომ ასეთი ისტორია და წარსული გვაქვს. ნუ გააკეთებთ თქვენ თვითონ ამ ცუდ საქმეს და ნუ წამოწევთ რაღაცა ეთნიკური დაპირისპირების საკითხს“,- მიმართა კილაძემ სალომე სამადაშვილს. სოფო კილაძის ამ განცხადებას სალომე სამადაშვილის აღშფოთება მოჰყვა და მან რამდენჯერმე კომენტარის გაკეთება სცადა, თუმცა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა. სალომე სამადაშვილს პასუხის გაცემის საშუალება სოფო კილაძის სიტყვის შემდეგ მიეცა. „თქვენი განცხადებით პოლიტიკურ ფსკერზე დახვედით“,- მიმართა სამადაშვილმა კილაძეს.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)