|
2019-04-19 18:52:28, 1652 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ლომჯარიას - უმრავლესობის ნაწილი მადლობას გადაგიხდით, ნაწილი კი გკითხავთ - სად იყავით 2012 წლამდე?!
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე , სადაც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საკუთარ შეფასებებს აცნობს, „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასა და უმრავლესობის წევრ ზაზა პაპაუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „მინდა გაგაფრთხილოთ ქალბატონო ნინო, რომ ახლა თქვენ იხილავთ ძალიან უცნაურ სპექტაკლს, როცა დაამთავრებთ გამოსვლას. უმრავლესობის ნაწილი დიდ მადლობას გადაგიხდით იმის გამო, რომ თქვენ კარგი კომენტარები გქონდათ, მეორე ნაწილი კი, დაგგმობთ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და გკითხავთ სად იყავით, 2012 წლამდეო. მე კი ვიცი სადაც იყავით, მაგრამ ამ ხალხს ეშლება“, - მიმართა ბოკერიამ. გიგა ბოკერიას გამოსვლამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გაღიზიანება გამოწვია. თავის მხრივ კი ბოკერიამ მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. „რატომ აღელდით? დამგმობი ჯგუფი გაკლიათ თუ შემქები? - მიმართა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს. ამის შემდეგ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ბოკერიას შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართა. რაზეც ბოკერიამ განაცხადა, რომ მისმა ცინიზმა ზედმეტად გააღიზიანაა მმართველი გუნდი. „ეს რობოტი ვინ იყო? ახლოს ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან ძალიან უზრდელი. ძალიან აღელდა ეს ხალხი. მთელი დღე ეძინათ და ახლა აღელდნენ. დაამშვიდეთ ეს ხალხი ან მოდით და ახლოს დამელაპარაკეთ ხოლმე შესვენების დროს თუ რამე პრეტენზიები გაქვთ და ასე გიდუღთ სისხლი. ახლა რომ მორჩება, გელოდებით ყველას ვინც უკნიდან ყვირიხართ ხოლმე“, - აღნიშნა ბოკერიამ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)