07:20 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 15:06:10, 2171 ნახვა

ეკონომიკა
„ბილაინის“ მომხმარებელი FlyHelp-ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

„ბილაინი“, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონის“ წევრი, ავიამგზავრთა უფლებების დაცვის კომპანია FlyHelp-თან თანამშრომლობის შესახებ აცხადებს.

თანამშრომლობის თანახმად, ბილაინის აბონენტები კომპენსაციის სახით იბრუნებენ ბილეთის ღირებულების 75%-ს, ნაცვლად სტანდარტული 70%-ისა.  მომხმარებელი, უბრალოდ, ავსებს განაცხადს კომპანიის ვებგვერდზე www.flyhelp.ge, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფრენებზე, ავიახაზის ბრალეულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ფრენა გაუქმდა, გადაიდო ან 3 საათზე მეტ ხანს დაგვიანდა. მგზავრს უფლება აქვს, მოითხოვოს 1800 ლარამდე ოდენობის კომპენსაცია, რაც დამოკიდებულია ფრენის მანძილზე.

FlyHelp-ის კომპენსაცია ვრცელდება: ფრენის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შემთხვევებზე. კომპენსაციის მისაღებად მგზავრი ატყობინებს FlyHelp-ს რეისის დაგვიანების, გაუქმების, ხელახლა დაჯავშნისა და ბარგის დაკარგვა/დაზიანების შესახებ, რის შემდეგაც კომპანია უსასყიდლოდ ამოწმებს, ეკუთვნის თუ არა მომხმარებელს კომპენსაცია და ამზადებს სარჩელს. საქმის მოგებისთანავე მგზავრი იღებს თანხას.

მომხმარებლის მხარდაჭერა მოგზაურობისას, ბილაინის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ბილაინი მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ კომფორტული და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი როუმინგის მომსახურება, მათ შორის: ზარების განხორციელება და მიღება, SMS სერვისი და მობილური ინტერნეტი. ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ბილაინის აბონენტს შეუძლია, ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, საჭიროების მიხედვით. ბილაინი პირველი სთავაზობს მომხმარებელს საქართველოში როუმინგის მომსახურებასა და სამოგზაურო დაზღვევას ერთობლივად - ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, აბონენტი ავტომატურად, უფასოდ სარგებლობს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამოგზაურო დაზღვევით. 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.flyhelp.ge; www.beeline.ge

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics