|
2019-04-17 14:50:36, 2217 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ კონფერენციაზე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე მოხსენება გააკეთა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო და პრეზენტაცია გააკეთა ენერგეტიკულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ბანკისა და სააგენტო „გალთ ენდ თაგართის" ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს კონფერენციის მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ბიზნესთან აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ბიზნესს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. „საქართველოში ენერგეტიკული სექტორის დერეგულირების პირველი ეტაპი მომავალი თვიდან დაიწყება, როდესაც მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის შესყიდვა თავისუფალ ბაზარზე მოუწევთ. დერეგულირება ეტაპობრივად მოხდება, რომელიც ბაზრის მოთამაშეებს სიახლეებისადმი შეგუებისა და ადაპტირების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ დავეხმარებით ყველა მომხმარებელს, რათა მათ გადალახონ პირველი ეტაპის დროს წარმოქმნილი გამოწვევები“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე დროს, მისი თქმით, დერეგულირება მკაფიო გზავნილია ინვესტორებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით გენერაციის ობიექტებში ინვესტიცია განახორციელონ. „ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული კერძო ინვესტორებისთვის, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე ელექტროენერგიის მეტი მოცულობის გაყიდვის იმედად ინვესტირება განახორციელონ საქართველოს გენერაციის ობიექტებში და საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროების განვითარებით, ხელი შეუწყონ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განვითარებას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ნათია თურნავას განცხადებით, ბაზრის დერეგულირება მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მიმართ, რომლებიც რეგულირებად სექტორში რჩებიან. „ჩვენ საქართველოში ვნერგავთ ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზარს, ჩვენი ბაზარი და ბაზრის წესები ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულთან, ამიტომ შემუშავებული გაქვს ახალი მიდგომები და მხარდამჭერი სქემები, რომელიც იქნება უფრო მოქნილი და საბაზრო მექანიზმებზე ორიენტირებული. მაგრამ არცერთი რეფორმა წარმატებით არ გატარდება, თუკი მას საზოგადოება და მისი აქტიური ნაწილი - ბიზნესი მხარს არ დაუჭერს. ამიტომ რეფორმის მიმდინარეობისას ჩვენს შორის დიალოგი მუდმივად იქნება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. კონფერენციაზე ასევე მოხსენება გააკეთა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ. ენერგეტიკულ კონფერენციაზე გაიმართა ორი პანელ დისკუსია. მათ შორის, განხილული იქნება ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების გავლენა ბაზრის მონაწილეებზე და განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი მოსალოდნელი გავლენა საინვესტიციო გარემოზე.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)