07:52 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 14:52:00, 1543 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: „ქართულ ოცნებას“ ახალი პროგრამა აქვს - „სერიალები გადაარჩენს საქართველოს“

 „ქართული ოცნების“ ახალი პროგრამა - სერიალები გადაარჩენს საქართველოს“, - ამ სიტყვებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სერიალები შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს ყველა მიმართულებით.

როგორც დეპუტატმა განმარტა, სერიალების მეშვეობით, მმართველი გუნდი ცდილობს ქვეყანაში კარგი სიტუაცია წარმოადგინოს, თუმცა მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი.

„უნდა გადავიღოთ სერიალები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ თურმე ვცხოვრობთ ძალიან კარგად, ოღონდ ხალხს ეჩვენება, რომ ცუდად ვცხოვრობთ, მოჩვენებების განსაქარვებელი სერიალებით უნდათ ხალხის გამოფხიზლება და ხალხისთვის იმის ჩვენება, თუ როგორ აყვავდა ეკონომიკა ამ 7 წლის განმავლობაში. ბატონო ნუკრი, თუ თქვენ ისტორიულ სერიალებზე ამბობთ, ვერავითარ ისტორიულ სერიალებს ვერ გადაიღებთ, ისტორიული სერიალები მოინდომეთ თქვენ, დიდგორობის გამოცხადება უქმე დღედ და სახალხო ზეიმად. ორი მოსმენით თქვენმა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ერთი დიდის დაქნევით ჩაგივარდათ. თუ რატომ ჩავარდა ეს კანონი და რატომ არის ამოდებული მაგიდის ქვეშ, ამის შესახებ კორიდორში მოგახსენებთ პოლიტკორექტულობის გამო. შეეშვით ამ ისტორიულ აჩრდილებს და იფიქრეთ დღევანდელი ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დღევანდელი მდგომარეობა კი უკიდურესად სავალალოა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics