02:14 - 05 Nov, 2026
|
2019-04-15 23:59:36, 4407 ნახვა
სხვადასხვა
ქრისტეს ეკლის გვირგვინი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საცავშია და არაფერი ემუქრება
ქრისტეს ეკლის გვირგვინი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სპეციალურ საცავშია და მას არაფერი ემუქრება. - ამის შესახებ "ფიგაროს" პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პრეს-სამსახურის უფროსმა ანდრე ფინომ განუცხადა. მისი ინფორმაციით, სხვა ქრისტიანული სიწმინდებიც დაცულია სპეციალურ საცავში, რომელსაც ხანძარი ვერ დააზიანებდა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი და კედლის ნაწილი ჩამოინგრა. სახანძრო და სამაშველო სამსახურები მიმდებარე ტერიტორიებიდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. უკვე ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ხანძარი მსოფლიოში სახელგანთქმულ ტაძარში, თბილისის დროით 19:50 წუთზე გაჩნდა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)