|
2019-04-15 12:34:12, 1490 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე „დაიცავი საქართველოზე“: ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა ძალიან რთულია
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით "დაიცავი საქართველო" არჩევნებზე 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს. ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი დემოკრატიის განვითარებაში წვლილს ვერ შეიტანენ. “3 %-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პარტიები, უფრო მარტივია 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე 5%-იანის, აქედან გამომდინარე არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა ასეთი სახეებით ბუნებრივია ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. ზოგადად საერთო სურათს თუ ვნახავდით, ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი, ცალსახაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუსით იწყებ, ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ ასევე ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მე არ მინდა სიღრმეში შევიდე, რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ჭარბობს ხოლმე სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით, ამის ნაკლებობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ინტერესებშია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდეს. გაჩნდეს ახალი პარტიები, დღეს არის ოპოზიციაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება. თითქმის მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ პარტიას, რომელსაც აქვს უმძიმესი წარსული. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომელიც ამ ნიშას წაართმევს ასეთ პოლიტიკურ ძალას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მივესალმებით, ნებისმიერი ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის გაჩენას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი პარტიები სამწუხაროდ წინ ვერ წავა", - აღნიშნა კობახიძემ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)