|
2019-04-15 10:58:21, 1173 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში საკონსერვაციო შეთანხმებებს მოეწერა ხელი
ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში, ხელი მოეწერა 1,200,000 ლარის ღირებულების საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომლებიც ეკო-კორიდორების ფონდის (ECF) ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდსა (WWF) და ბოლაჯურის, ჩორჩნის, ზანავის, ხევაშენის, ფხეროს და კიკიბოს სათემო კავშირებს შორის გაფორმდა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდა. „დაცულ ტერიტორიებს შორის არსებულ სივრცეში ეკო-კორიდორის მოწყობა, შესაძლებლობას მოგვცემს ტერიტორიაზე არსებული განსაკუთებული მნიშვნელობის ჰაბიტატების დაცვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც ბიომრავალფროვნებით მდიდარი ქვეყნისთვის. პროექტში სამინისტროსთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა და ვფიქრობ, ერთიანი ძალებით უფრო მეტად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების ფლორისა და ფაუნის დაცვასა და შენარჩუნებას“, - განაცხადა იური ნოზაძემ. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკოლოგიური კორიდორის ფარგლებში, მდგრადი მიწათ და ტყით სარგებლობის პრაქტიკის დანერგვა. აღნიშნული საქმიანობა ბუნების კონსერვაციასთან ერთად, უზრუნველყოფს მოსახლეობის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებას ან ხშირ შემთვევაში, მის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში უკვე ხელმოწერილია ოთხი ათწლიანი საკონსერვაციო შეთანხმება - დერცელის, მოხის, ნამინაურისა და ციხისუბნის სათემო კავშირებთან, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2,250,000 (751 000 ევრო) ლარზე მეტია. საკონსერვაციო არეალის ფართობი კი შეადგენს დაახლოებით 8700 ჰა-ს. ეკო-კორიდორების ფონდი კავკასიაში (ECF) წარმოადგენს გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც გრძელვადიანი საკონსერვაციო ხელშეკრულებების საშუალებით, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში. ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, გერმანიის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს(BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KfW) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ხელმოწერის ღონისძიება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის WWF-ის თანადაფინანსებით გაიმართა. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს „GOPA Consultants“, „DFS“ და „HessenForst“-ის კონსორციუმი.
(NS)
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)