|
2019-04-13 15:15:43, 1417 ნახვა
პოლიტიკა
ზაურ დარგალი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, ლამაზი და განვითარებული
„გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, ლამაზი და განვითარებული“, - ასე მიმართა მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა საკუთარ მხარდამჭერებს. მან „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები უფრო მაღალი ტემპით განხორციელდება. „მადლობა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მიხარია რომ ამდენი ადამიანი ვართ დღეს აქ. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა. ეს არის ჩვენი ერთობის მესიჯი მთელი საქართველოსთვის. ჩემო მეგობრებო, მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული. ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში. ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო ძლიერ მარნეულს, ავაშენებთ უფრო ძლიერ სოფელს და ძლიერი სოფლის იდეა, ძლიერი სოფლის მიზანი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს, ჩვენ დავიწყებთ აქედან, ჩვენ დავიწყებთ ერთად, მერნეულიდან. იმ პროექტებს, რომელიც წლებია ხორციელდება, ჩვენ მივუდგებით უფრო დიდი ტემპებით. უფრო ძლიერად, ერთად და ერთად დგომით გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენი ოჯახის წევრი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩემი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე , სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, სადაც იზრდება ჩემი ორი გოგო 4 წლის და 2 წლის, დენიზი და ადა. თქვენს ბავშვებთან ერთად დადიან ბაღში, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“, რომ მომეცა შესაძლებლობა ახალგაზრდა კაცს, რომ უშუალოდ ვიყო ჩართული ჩვენი რაიონის მშენებლობის პროცესში“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)