|
2015-06-24 18:56:57, 547 ნახვა
საზოგადოება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 56-ე შეხვედრა გაიმართა
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 56-ე შეხვედრას დაესწრნენ. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართებით გამოწვეულ ვითარებას შეეხო, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. გარდა ამისა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2008 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის, გასულ წელს უკანონოდ დაკავებული რომან შიტიკოვის და 2014 წელს გაუჩინარებული დავით ბაშარულის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ დოლიაანის მიმდებარე ტერიტორიზე გარდაცვლილი იპოვეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტირიფონის არხის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სეგმენტის გაწმენდითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში განახორციელებენ, რის შედეგადაც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას საირიგაციო წყლით თანაბრად შეეძლება სარგებლობა. შეხვედრას საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)