09:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 16:59:48, 1737 ნახვა

საზოგადოება
ანა ბაგრატიონის ადვოკატი: დავით ბაგრატიონი ქორწინებამდე სიგარეტს ღერებით ყიდულობდა

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის, ლევან გორელაშვილის განცხადებით, ტყუილია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო.

როგორც გორელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა.

"მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ერთი მარტივი რაღაც უნდა იცოდეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წლების განმავლობაში საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა, რომ გარდაცვალების მერე მილიონები დაუტოვა, სიცოცხლეში მიეცა იმ ადამიანისთვის ერთი-ორი კაპიკი, საპატრიარქოს ხარჯზე რომ არ ყოფილიყო. ღერებით ყიდულობდა ეს ადამიანი სიგარეტს. შვილი რომ შეეძინა, მშობიარობის ხარჯები საპატრიარქოს დააფინანსებინა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა ამ დალოცვილს, სიცოცხლეშივე როგორ ვერ უზრუნველყო, რომ საპატრიარქოსთვის ქირის ფული არ გამოერთვა. ეს არის ტყუილი. მას მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. მან ფული ქორწინების შემდგომ, ტიტულების გაყიდვის გზით იშოვა. ეს არის სწორედ ის ბიზნესი, რომელსაც ამ დავის ფარგლებში საფრთხე დაემუქრა.მოწინააღმდეგე მხარე სწორედ ამიტომაა გააფთრებული, რომ დავა არ შედგეს და მომავალში კვლავაც შეძლოს ხალხის მოტყუება და საკუთარი თავის წარმოჩენა, თითქოს ის ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავალია", - აღნიშნა ადვოკატმა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ დაადასტურა, რომ ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics