|
2019-04-12 16:03:20, 2020 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია ქვემო ქართლში მეწარმეებს ხვდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბოლნისში იმყოფება, სადაც ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს პროფესიული გადამზადების პროგრამას და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს აცნობს. შეხვედრას ასევე ესწრებიან მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც საქართველოს მთავრობას, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გააჩნია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისეთი საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას, რომლითაც სახელმწიფო ბიზნესს დაეხმარება სესხის აღებისთვის საჭირო უზრუნველყოფაში და დაუდგება თავდებში. ადგილობრივმა მეწარმეებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში. სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს. შეხვედრაზე ითქვა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს საკრედიტო საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს. სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები. გიორგი ქობულიამ მეწარმეებთან შეხვედრაზე ასევე ვრცლად ილაპარაკა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულ მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ყოველწლიურად ათი ათასობით ადამიანის პროფესიულ გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. მინისტრის შეფასებით, ეს პროგრამა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, დაეხმარება კონკრეტულ ადამიანებს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამის სამსახურში დასაქმებასა და უფრო მაღალი შემოსავლის მიღებაში. გადამზადების პროგრამა განსაკუთრებულად გათვლილია სწორედ საქართველოს რეგიონებზე, რომ იქ გაჩნდეს უფრო მაღალი მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე და შეიქმნას ამ მოთხოვნის სწრაფი დაკმაყოფილების შესაძლებლობები. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლება უნდა გახდეს საქართველოში კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)