|
2019-04-12 15:40:10, 1485 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა
სოფიო ჯაფარიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ძვირფასო მეგობრებო/კოლეგებო, გაცნობებთ რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოზიციას. (მალე გაცნობებთ საით გამიწევია.) მანამდე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი, რა პოზიციაზე, ა.შ) წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის. იგივე ეხება ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა“, - წერს ჯაფარიძე. პრემიერის უკვე ყოფილი თანაშემწე თანამდებობის დატოვების მიზეზებს არ განმარტავს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მას, ვინც ამ საქმიანობას გადაიბარებს, სახელმწიფო მეტი რესურსით უზრუნველყოფს. „მიუხედავად იმისა რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა რომ ის ადამინი ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური ისე ფინანსურით) იმისათვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება. ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია რომ სხვადასხვა სახის გამოწვევბს უბრალოდ ვეღარ გავუმკავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე (cause) ყველაფერს გაუმკლავდები. (ბუნებრივია იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებსაც ზევით მადლობა გადავუხადე). არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას თუ რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, ამას თქვენ უკეთ შეაფასებთ და დროც თავისას იზამს. გარდა ამისა, ნამდვილად მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი, ვფიქრობ ეს ის ნაწილია, რომელიც სხვებს უნდა ვანდო. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა : ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობა, გუნდური სულისკვეთება, კარგი კოორდინაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. ნამდვილად არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვისა და ინდივიდულური პიარისთვის. არ არის აუცილებელი ყველას ერთმენთი მოგვწონდეს (აქაც ისევ ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულსხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა ( რასაც ბუნებრივია დამსახურება ჭირდება). იმედი მაქვს რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე”, - წერს სოფო ჯაფარიძე.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)