19:50 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 10:15:54, 1402 ნახვა

საზოგადოება
ავტოტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირების მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქცია გაიმართება

"მწვანე კლუბი“ დღეს, 12 აპრილს 14:00 საათზე თბილისის მერიის შენობასთან აქციას გამართავს, რომელზეც დედაქალაქის ხელმძღვანელ პირებს რამდენიმე მოთხოვნას წაუყენებენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივისტებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ: ავტოტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება, გაუმართავი ავტომანქანების საკითხის დარეგულირება, ეფექტური რეგულაციების შემოღება, ეფექტური რეფორმა, რომელიც შეეხება ტაქსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ეკოლოგიური საფრთხის გამომწვევ ყველა სხვა ფაქტორს.

აქციის ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზებას, რომელშიც ახალგაზრდები ჩაერთვებიან.

ცნობისთვის, გუშინ ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო მსვლელობა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ გამართეს. აქციის მონაწილეები აცალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერიამ ტაქსის მძღოლებს ავტომობილების თეთრად გადაღებვასთან დაკავშირებით ალტერნატივა შესთავაზა. კერძოდ, მძღოლებს მანქანის გადაღებვა აღარ მოუწევთ, ისინი შეძლებენ ავტომობილს თეთრი ფერის ფირი გადააკრან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics