08:16 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 13:15:55, 3107 ნახვა

მსოფლიო
Brexit-ი 31 ოქტომბრამდე გადაიდო

ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერები Brexit-ის 31 ოქტომბრამდე გადადებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, დიდ ბრიტანეთს შეუძლია ევროკავშირი ამ ვადამდე ადრე დატოვოს, თუმცა ის იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ თემთა პალატა Brexit-ის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. 

მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მას ევროკავშირის დატოვებისთვის დამატებითი დრო სჭირდებოდა. მეი Brexit-ის 30 ივნისამდე გადადებას ითხოვდა. მოგვიანებით მან აღნისნა, რომ დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს რათა ევროკავშირი უმოკლეს დროში დატოვოს. 

მედიის ცნობით, Brexit-ის გადავადების შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტამეთმა ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. 

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics