|
2019-04-11 10:25:24, 1994 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზაზე“ საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება. მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით. 2019 წლის პირველ კვარტალში გადაიზიდა 1.48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთი, 2018 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 9% - ითაა გაზრდილი. მშრალი სავაგონო ტვირთის გადაზიდვა, პირველი კვარტალი ('000 ტონა) 2018 წლიდან საქართველოს რკინიგზით ახალი ტვირთების, კერძოდ ყაზახური ხორბლის და ნახშირის ტრანზიტული გადაზიდვები ხორციელდება. 2019 წლის პირველ კვარტალში საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - გადაზიდულია 18 000 კონტეინერი, 2018 წელთან შედარებით მაჩვენებელი 31% - ითაა გაზრდილი. საკონტეინერო გადაზიდვა, პირველი კვარტალი (TEU) შემოსავალი საკონტეინერო გადაზიდვებიდან, პირველი კვარტალი (‘000 აშშ დოლარი) საკონტეინერო ტვირთბრუნვის მატებას საქართველოს რკინიგზაზე გარკვეულწილად ტრანზიტული ტვირთების მზარდი მოცულობა განაპირობებს - ამ მიმართულებით დადებითი ტრენდი 2018 წელს დაფიქსირდა. ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს მშრალი ტვირთების, მათ შორის კონტეინერების მოზიდვასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე.
(R)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)