|
2019-04-10 15:54:44, 1512 ნახვა
პოლიტიკა
მაია ბითაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორდღიან ღონისძიებაში - Day of Cities მონაწილეობა მიიღო
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, 8-9 აპრილს, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ჟენევაში, სადაც მონაწილეობა მიიღო Day of Cities ორდღიან ღონისძიებაში. ღონისძიებაში ევროპის ქალაქების მერები და მერის მოადგილეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მერის მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე - Planning Sustainable Infrastructure and Cities for the Future: Notable Projects and Initiatives. მაია ბითაძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თბილისის მდგრადი ურბანული განვითარების მიზნით, მერიის მიერ შემუშავებულ მიდგომაზე, რომელიც ურბანულ განვითარებას, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, გარემოს დაცვას, ჰაერის დაბინძურების პრევენციას ისახავს მიზნად და შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან. მერის მოადგილემ ისაუბრა ქალაქების როლსა და ადგილობრივი ხელისუფლებების პასუხისმგებლობაზე მდგრადი განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები იმისთვის, რომ სათანადო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეშვეობით მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების სტილი მდგრადი განვითარების შესაბამისი გახადოს. მაია ბითაძემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო UNECE-ის და ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებაში თემაზე: Sustainability Education for Future Urban Leadership”. ახალგაზრდების ურბანული განათლების თემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მერის მოადგილემ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დედაქალაქის უნივერსიტეტებში ურბანული დაგეგმარების ფაკულტეტების არარსებობა დაასახელა. ამასთან, მერის მოადგილემ ქალაქის ურბანული განვითარების საკითხების მიმართ ახალგაზრდების მხრიდან გამოხატულ ინტერესზეც ისაუბრა და მაგალითად თბილისის მერიის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მათი აქტიურობა მოიყვანა. ვიზიტის ფარგლებში მაია ბითაძე, ასევე, დაესწრო UNECE-ის 68-ე სესიას, სადაც ერთ-ერთ მრგვალ მაგიდას უწევდა მოდერატორობას. მრგვალი მაგიდის მთავარ თემას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში UNECE-ის სამართლებრივი ინსტრუმენტების როლი წარმოადგენდა.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)