|
2019-04-10 12:02:00, 1175 ნახვა
საზოგადოება
მომდევნო თვეებში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
მომდევნო თვეების განმავლობაში, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს საცხოვრებელი ფართებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში დამატებით, 57 ოჯახი დაკმაყოფილდება. „კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. 3 000-მდე ოჯახია დაზარალებული, რომელთაც პირობა მივეცით, რომ აღნიშნულ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. მახსოვს, არჩევნების წინ უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, უამრავი ადამიანი მოდიოდა ამ პრობლემით. გულწრფელად ვიტყვი, რომ არავის სჯეროდა, რომ ჩვენ ამ პროექტის განხორციელებას და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. დღეს, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში, საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა. „ერთდროულად ყველა ოჯახის დაკმაყოფილება ვერ მოხდება. ამიტომ, მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმი დაბალი სარეიტინგო ქულაა. ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, პირველ ეტაპზე, იმ ადამიანებისთვის მოხდება ბინების გადაცემა. ჩვენ ასევე, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა ადგილზე და მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც ეს კორპუსები აშენდება, ფართებით დაახლოებით, 300 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს წლების განმავლობაში ელოდებოდა და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ასევე, მინდა, იმ 57 ოჯახს მივულოცო, რომელსაც საცხოვრებელ ფართებს დღეს გადავცემთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)