|
2019-04-09 18:25:14, 1471 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენი უძლიერესი იარაღი რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა
g „რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი და უძლიერესი იარაღი“, - ამ სიტყვებით პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დამსწრე საზოგადოებას მიმართა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, შერიგებითა და ერთსულოვნებით, საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო, როგორზეც ოცნებოდნენ ადამიანები, რომლებიც 30 წლის წინ, 9 აპრილს წინ აღუდნენ რუსულ აგრესიას. „არ შეიძლება საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ, რომელიც იდგა დამოუკიდებლობის ბრძოლის სათავეში. არ შეიძლება, საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას აქ შეკრებილი უზენაესი საბჭოს წევრების მიმართ, რომლებსაც წვლილი მიუძღვით 28 წლის წინ დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. სწორედ, მათ შეძლეს აღედგინათ 1921 წელს რუსეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის წართმეული დამოუკიდებლობა. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს აქ, ერთად არიან 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები და ის ადამიანები, რომლებმაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. აქ უნდა ყოფილიყო პირველი პრეზიდენტის მეუღლე, მაგრამ შემოგვითვალა, რომ ვერ მოვიდოდა, მე მგონი, აქ უნდა ვახსენოთ. ეს ადამიანები ყველანი, საქართველოს ამ გამარჯვების მონაწილეები არიან. სიმბოლურია, რომ დღეს, აქ, ამ სასახლეში, საქართველოს სახელმწიფოს მთელი ხელისუფლება შეიკრიბა და გამოხატავს პატივისცემას თქვენს წინაშე. ამით დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი იდგმება ქვეყნისა და საზოგადოების შერიგებისა და გამთლიანების მიმართულებით. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე განვლილი გზა გვიჩვენებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთსულოვნებას ქვეყნის წინსვლისთვის. ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ უთანხმოებაში, დაპირისპირებაში, გაუტანლობაში. წინსვლის გზა კი, ერთიანობაში, საერთო მიზნისკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაში, ერთმანეთის პატივისცემაშია. სახელმწიფოებრიობის განმტკიცება საზოგადოებრივი თანხმობის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ასეთი თანხმობა შედგა 1989 წლის 9 აპრილს და ამან განაპირობა რეფერენდუმის შედეგები. დღეს კი, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი და უძლიერესი იარაღი. ამ რეფერედუმზე დგას არამხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენტიტეტი, არამედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლეგიტიმაცია. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაში მნიშვნელოვანია პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა და პლურარიზმი, მაგრამ ამასთან ერთად, მისი წინსვლა წარმოუდგენელია ერის ერთსულოვნების გარეშე. დარწმუნებული ვარ, შერიგებითა და ერთსულოვნებით, საქართველო გახდება წარმატებული, თანამედროვე, ძლიერი, ევროპული სახელმწიფო, სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც 30 წლის წინ, 9 აპრილს წინ აღუდნენ რუსულ აგრესიას. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდით თქვენ, როცა ხელს აწერდით ამ დამოუკიდებლობის აქტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)