|
2019-04-08 18:20:45, 3012 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია ხორციელდება
ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, 43-ბატალიონისა და მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ. მათ ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით მიმართეს, მისიის წარმატებით შესრულება, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს წვლილზე გაამახვილა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდამხარ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში კონტრიბუციას, რითაც ქართველი სამხედროები საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებასაც იცავენ. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველო-აშშ-ის და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნეს. ქართველი მშვიდობისმყოფელები ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა, რომელიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში კონტინგენტთან ერთად მიემგზავრება. ღონისძიების დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა. მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) მომზადდა. ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულებს. ქვედანაყოფი როტაციის წესით, მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კი, მაიორ ხვიჩა ნიგურიანის მეთაურობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს.
(NS)
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)