|
2019-04-08 15:33:17, 1246 ნახვა
საზოგადოება
ქობულია: პროფესიული განათლება უნდა გახდეს კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა
„როდესაც ინვესტორებთან ვლაპარაკობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, ერთ-ერთი პირველი ფაქტორი, რასაც ისინი ყურადღებას აქცევენ, არის კვალიფიცირებული მუშახელის არსებობა ქვეყანაში. საუბარია ისეთი პროფესიის ადამიანებზე, როგორიც არის, მაგალითად, დურგალი, შემდუღებელი, ტექსტილის წარმოების სპეციალისტი, რემონტების სფეროს სპეციალისტები - ანუ კვალიფიკაცია ძირითადად ეხება პროფესიულ განათლებას. შესაბამისად, გვჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა და ენერგია, რომ გარდატეხა მოვახდინოთ იმ ტენდენციაში, რომელიც დღეს გვაქვს და პროფესიული განათლება გახდეს საქართველოში კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პროფესიული განათლების გამოფენის „გაიცანი პროფესია" გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. გიორგი ქობულიამ თავის შესავალ სიტყვაში აქცენტი გააკეთა საქართველოს მთავრობის მისწრაფებაზე, რომ პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და დაფინანსება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, წარმატების, დასაქმებისა და უკეთესი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მისი თქმით, მთავრობა ხედავს, თუ რამდენად დიდია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კერძო სექტორთან ურთიერთობის სულისკვეთება. „თუმცა, გვჭირდება უფრო მეტი, რადგან ჩვენი სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ პროფესიული განათლება მივცეთ ადამიანებს იმ სფეროებში, რომლებიც მოთხოვნადია კერძო სექტორის მიერ. ამიტომ კერძო სექტორთან ურთიერთობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასახული მიზნების მისაღწევად" - განაცხადა გიორგი ქობულიამ. გამოფენაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის" ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა, საქართველოში დუალური განათლების პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია „პროფესიული განათლება წარმატებისთვის-გაიცანი პროფესია“, ასევე შედგა მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონია სახელმწიფოსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის. გამოფენის გახსნას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძე ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)