|
2019-04-06 17:17:32, 1339 ნახვა
საზოგადოება
დევიდ პოლ ქეიმ გრიშაშვილის ქუჩაზე Street Art შეასრულა
წარმოშობით ქართველმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა, თანამედროვე ხელოვნების წამყვანმა არტისტმა, დევიდ პოლ ქეიმ (დავით ხაბურძანიამ) თბილისში, თავისი პირველი Street Art ნამუშევარი შეასრულა. ერთ ფერში გავლებული უსასრულო ხაზებით დევიდ პოლ ქეიმ გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი შენობის უსახურ კედელს ახალი სიცოცხლე შესძინა და სივრცე წარმოსახვისთვის გამვლელებს დაუტოვა. მხატვარს იმედი აქვს, რომ ეს იქნება პიონერი პროექტი, რომელიც ადამიანებს მეტ ყურადღებას მიაქცევინებს ქუჩის არტზე და სულ მალე ჰაშთაგი #TBILISIWALLS დედაქალაქის სხვადასხვა უბნის შენობების კედლებზეც გაჩნდება. “ვფიქრობ, წლის ბოლოს მომეცემა საშუალება, ისევ ჩამოვიდე თბილისში და იმედი მაქვს 30-40 კედელი მაინც იქნება მოხატული #TBILISIWALLS-ის ეგიდით“, - განაცხადა მხატვარმა. დევიდ პოლ ქეის ნამუშევარი გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ნაგებობის კედელზეა განთავსებული, რომლის მიმდებარედ, 1000 კვ.მ ფართობზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახალი სკვერი ეწყობა. კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ დევიდ პოლ ქეის მადლობა გადაუხადა თბილისისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული Street Art -ით როგორც თბილისელები, ისე დედაქალაქის სტუმრები დაინტერესდებიან. პოლ ქეის ნამუშევრები ნიუ- იორკში, ლოს-ანჯელესში, პარიზსა და დუბაიში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შოუებში შედის. მისი მხატვრობით კერძო კოლექციონერები და მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ინტერესდებიან.
(NS)
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)