|
2019-04-05 16:53:05, 1320 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში, სააკაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება
სამგორის რაიონის გამგეობა ორხევის დასახლებაში, სააკაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა - მოეწყო სანიაღვრე ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და წყალარინების სისტემებს. სააკაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერა. „სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. სააკაძის ქუჩაზე წლების განმავლობაში, სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმის წყალი საცხოვრებელ სახლებს აზიანებდა. მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავპირდით და დღეისთვის, ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს და ასფალტის საფარი იგება“, - განაცხადა კახა გულედანმა. პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 285 000 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს.
(NS)
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)