|
2019-04-05 14:58:05, 1464 ნახვა
პოლიტიკა
გოგორიშვილი გვენეტაძეს: მოგვიყევით ამბავი თქვენი და მამუკა ხაზარაძის ურთიერთობის შესახებ
თქვენ ბრძანეთ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, ფულის გათეთრება, ეს არ არის ტერმინი, რომელიც თქვენ იხმარეთ, მაგრამ პროკურატურამ ამ მუხლით აღძრა საქმე. რას ნიშნავს ეს?! - სებ-ი ერთს ამბობს, პროკურატურა მეორეს თავისით აკეთებს, - ამ შეკითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ეროვნული ბანკის ბრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. დეპუტატი ასევე დაინტერესდა, თუ რა ურთიერთობა აქვთ, გვენეტაძესა და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამაუკა ხაზარაძეს. „ბატონო კობა, თქვენი დღევანდელი მოხსენება იყო ახალი „ნოუ ჰაუ“ , როდესაც მომხსენებელი თვითონ სვამდა შეკითხვებს და თვითონვე პასუხობდა და სწორედ, ეს არის ის მიზეზი, რის გამოც თქვენ თავს იკავებთ კომიტეტზე მოსვლისგან. თქვენ დღეს პლენარული სხდომის ტრიბუნაზე დგომა არჩიეთ. მაგრამ მინდა ახლავე გითხრათ, რომ თქვენი ბოლო მოწოდება, დღეს გინდათ, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი და წერტილი, შეეგუეთ, რომ ეს ასე არ მოხდება. ყველა ვარიანტში ეს საკითხი გაგრძელდება და გაგრძლდება კომიტეტის ფორმატში. თქვენ ბრძანეთ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, ფულის გათეთრება, ეს არ არის ტერმინი, რომელიც თქვენ იხმარეთ, მაგრამ პროკურატურამ ამ მუხლით აღძრა საქმე. თუმცაღა პროკურატურამ საქმე აღძრა თქვენს მიერ გადაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ერთს ამბობს, პროკურატურა მეორეს თავისით აკეთებს, ამიტომ მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება, როდესაც მოისმინეთ, რომ პროკურატურამ საქმე აღძრა ფულის გათეთრებით. არანაირი პრობლემა არ გაქვთ საჯარო კომუნიკაციის, რატომ არ გამოხვედით და რატომ არ თქვით, რომ ეს არ არის ის ფაქტი, რაც თქვენ შეისწაველეთ და რაზეც არ იყო ლაპარაკი. და ასევე, რაც მინდა, რომ გითხრათ, ბატონმა ხაზარაძემ ძალიან ბევრი კონკრეტული კომუნიკაციის შესახებ გვითხრა თქვენს შორის, პირადიც, ტელეფონითაც. ბატონო კობა ძალიან გთხოვთ, მოგვიყვეთ ამბავი თქვენი და მამუკა ხაზარაძის ურთიერთობის ამ საქმის დაწყებიდან და შემდეგ“, - მიმართა ხათუნა გოგორიშვილმა კობა გვენეტაძეს.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)