|
2015-06-23 19:17:37, 970 ნახვა
ეკონომიკა
CNN: საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ე.წ. წითელი დროშითაა მონიშნული
საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) მიერ ე.წ. წითელი დროშით არის მონიშნული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ ხუთშაბათს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ტაილანდი აღნიშნული წითელი დროშით მონიშნა, ქვეყნის ავიაციის სფეროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მნიშვნელოვანი შეშფოთების გამო. როგორც გამოცემა წერს, ტაილანდთან ერთად ICAO-ს მიერ ე.წ. წითელი დროშით კიდევ 12 ქვეყანაა მონიშნული, მათ შორის საქართველო. საქართველოსთან ერთად წითელი დროშით მონიშნულები არიან: ანგოლა, ჰაიტი, ყაზახეთი, ნეპალი, სიერა ლეონე და ა.შ. CNN აღნიშნავს, ICAO-მ ტაილანდს შესაბამისი გაფრთხილება მარტში მისცა, რის შედეგადაც რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ ტაილანდიდან ახალი ფრენები გააუქმა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქმედებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში კი ტაილანდის მხარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ავიაცია უმაღლესი უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით ოპერირებს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მოიხსენიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) შავ სიაში და დღის წესრიგში დგას ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. სააგენტოში აცხადებდნენ, რომ იკაო არ აწარმოებს ეგრეთ წოდებულ „შავ სიას“ და ორგანიზაციიდან გარიცხვის მექანიზმიც არ არსებობს.
აქტივისტი ნანა სანდერი: მე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის აუდიტს ჩაატარებს
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)