19:02 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 18:20:27, 1231 ნახვა

საზოგადოება
ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის შეფასება ევროპული პრინციპებით მოხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკანონმდებლო ცვლილებები მომზადა, რომელიც სრულად ეფუძნება შესაბამის ევროპულ მოთხოვნებს. შედეგად, ქვეყანა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის კუთხით, თანამედროვე ევროპულ პრინციპებზე გადავა, რაც ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს. 

აღნიშნული მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქს და ეს პროგრესი გრძელდება; იზრდება და ახლდება მონიტორინგის ქსელი, ფართოვდება იმ ნივთიერებების სპექტრი, რომლებზეც მუდმივი დაკვირვება მოხდება, ეს ნივთიერებებია დარიშხანი, კადმიუმი, ნიკელი.
ჰაერის ხარისხის მართვა თანამედროვე საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით განხორციელდება. კერძოდ, ქვეყნის ტერიტორია დაიყოფა ზონებად, სადაც ჰაერის ხარისხის მართვა ინდივიდუალური მიდგომებით მოხდება.

იმ ზონებში, სადაც დაფიქსირდება დადგენილ სტანდარტზე მაღალი დაბინძურება, შემუშავდება და განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები, დედაქალაქში დანერგილი პრაქტიკის მსგავსად.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics