|
2019-04-03 17:05:54, 1099 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიუ-იორკის შტატის კორნელის უნივერსიტეტის სამუელ კერტის ჯონსონის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვისა და აგრარული დარგის განვითარების მიმართულებებით სახელმწიფო პოლიტიკაზე, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ აქტივობებზე. ყურადღება მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტულობაზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს; ასევე, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს, ვებპორტალს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ ინფორმაციის მიღება. ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზაციის პროცესი წარმატებით ხორციელდება. მინისტრმა ქვეყანაში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტების წარმოების საკითხებიც განიხილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური პირობები მრავალი სხვადასხვა კულტურის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო მეღვინეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის ტენდენციას და დარგის პრიორიტეტულობის საკითხს. მინისტრმა სტუმრებს ქართული ღვინის 8 000 წლიანი ისტორია გააცნო და ყურადღება ქართული ვაზის უნიკალურ იშვიათ ჯიშებზე გაამახვილა, საუბარი შეეხო ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციას, რომელსაც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ლევან დავითაშვილმა სტუმრებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების, დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმის და დარგის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მინისტრს საინტერესო შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.
(NS)
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)