|
2019-04-03 17:03:19, 1436 ნახვა
პოლიტიკა
ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის კონსულტანტად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა
ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის კონსულტანტად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეზო ჩარკვიანი პრემიერ-მინისტრმა დღეს ახალგაზრდებს ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინა. პრემიერის კონსულტანტი აღნიშნულ პოზიციაზე ახალგაზრდული ეკონომიკის, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით იმუშავებს. „სამივე მიმართულების სტრატეგიებსა და კონკრეტულ პროექტებზე უშუალოდ მილენიალები იმუშავებენ, ეს არის ჩვენი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილი, გვინდა რომ, მათ თვითონვე შექმნან სტრატეგია და ის არ მოდიოდეს ჩვენგან, მთავრობისგან. არამედ ჩვენ მათ ასპარეზი მივცეთ და ხელი შევუწყოთ", - განაცხადა რეზო ჩარკვიანმა. რეზო ჩარკვიანმა 2000 წელს დაამთავრა ESM-თბილისი. 1999 წელს, რამდენიმე ჯგუფელთან ერთად დაარსა სარეკლამო სააგენტო „სარკე", რომელშიც 2009 წლის ბოლომდე იყო დირექტორი და სენიორ კონსულტანტი. 2010-2013 წლებში რამდენიმე კომპანიის მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. 2012 წლიდან დღემდე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლექციებს კითხულობს ბიზნეს სკოლა ESM-ის ბაკალავრიატის სტუდენტებთან, მარკეტინგსა და სტრატეგიულ ბრენდინგში. არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „მილენიალ ჰაბის" დირექტორი და სენიორ კონსულტანტი, ასევე ორი სტარტაპის დამფუძნებელი - „ჟუჟუნა ღვინო" და „ჯონ ვრაპი". ამავე დროს, რეზო ჩარკვიანი არის ახალი თაობის, მილენიალების, მენტორი და ქოუჩი მათ სტარტაპ საქმიანობასა და კარიერული ზრდის მიმართულებით.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)