18:38 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 11:30:45, 944 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტური მოაწყო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.

თავდაპირველად მოსწავლეებმა სსე-ს სათავო ოფისში ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს განაპირობებს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი დაინტერესება ენერგეტიკის დარგით სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მსგავსი შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics