|
2015-06-23 14:28:42, 632 ნახვა
საზოგადოება
აგულაშვილი: გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 12-13 ივნისს ამინდის ცვლილებაზე ინფორმაცია შესაბამის უწყებებში გადააგზავნა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 12-13 ივნისს ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის უწყებებში გადააგზავნა. თუმცა, როგორც აგულაშვილმა აღნიშნა, მეწყერის პრევენცია ზეპირად არ ხდება. მისივე განმარტებით, თუ რამ შეიძლება მოახდინოს მეწყერსაშიშ ადგილზე მაპროვოცირებელი ეფექტი და დაიწყოს მეწყრული პროცესები, ამის პროგნოზირება გამორიცხულია. "ყოველდიურად სამინისტრო და გარემოს ეროვნული სააგენტო აგზავნის შესაბამის ინფორმაციას, რაც მის ხელთ არის ამინდთან დაკავშირებით. ამინდის პროგნოზზე ინფორმაცია გადაიგზავნება რამდენიმე უწყებაში. ყოველდღირად ნიშნავს, რომ 12-ში, 13-ში ყოველდღიურად ინფორმაცია იგზავნება ის, რაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს გააჩნია.მეწყერის პრევენცია ზეპირად არ ხდება.მას სჭირდება სათანადო აღჭურვილობა და ამ აღჭურვილობის გენერირების გარეშე, არ უნდა შევქმნათ მცდარი მოლოდინები, ჩვენ ვიცით კერები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის გარშემო არსებობს ამდენი მეწყერსასშიში ლოკაცია, კონკრეტულ უბანში, ხეობაში შეიძლება ვთქვათ, რომ 60-ზე მეტი ასეთი ადგილია, მაგრამ როდის შეიძლება დაიწყოს ეს პროცესი, რამ შეიძლება მოახდინოს მაპროვოცირებელი ეფექტი, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, ჭარბი ნალექი, ამისი პროგნოზირება, პრაქტიკულად, გამორიცხულია, არა მხოლოდ საქართველოში, ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც, როგორიც იაპონიაა",-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)