07:14 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 16:18:52, 3375 ნახვა

მსოფლიო
Star News: ინგუშეთში, რუსი სამხედროები მოქალაქეებს აშინებენ - პუტინმა დამატებითი ძალები გაგზავნა

ინგუშეთში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ რამდენიმე თვის წინ გაგზავნილმა სამხედროებმა, მოქალაქეების დაშინება დაიწყეს, - ამის შესახებ Star News იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსი სამხედროები მოქალაქეების სახლებში რეიდებს აწყობენ. ხსენებული ფაქტები ქალაქ ნაზრანში დაფიქსირდა. 

მედიის ცნობით, სამხედროები და სპეცსამსახურები იმ მოქალაქეების სახლებში ახორციელებენ ჩხრეკას, სადაც იარაღის არსებობის შესახებ აქვთ ინფორმაცია. 

Star News-ი იტყობინება, რომ რუსული გვარდია ბრალდებებს უარჰყოფს. უწყებაში აცხადებენ, რომ რეიდები დაგეგმილია და კანონს არ ეწინააღმდეგება. 

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინგუშეთში დაძაბული ვითარებაა. ადგილობრივი მოსახლეობა ჩეჩნეთისთვის ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებს, სადაც ნავთობის მოპოვება ხდება. რამდენიმე ქალაქი ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მას შემდეგ რაც მათ მიტინგები დაიწყეს, პუტინის მიერ გამოგზავნილი სამხედროები მათ ავიწროებენ და სახლებში უკანონო ჩხრეკას ახორციელებენ. 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics