18:38 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 14:35:24, 1460 ნახვა

საზოგადოება
რა შემთხვევაში დასჯიან მძღოლს თუ ნარკოტესტს ვერ გაივლის - „ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“

"ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოადგილის გური მენაბდიშვილის განცხადებით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო მძღოლს პასუხისგებაში მხოლოდ ნარკოტესტირების შედეგებით არ მისცემენ.

მენაბდიშვილის განმარტებით, მძროლს კლინიკური შემოწმება ჩაუტარდება, რომელსაც ნარკოლოგ-ექსპერტები განახორციელებენ.

მისივე თქმით, ნარკოტესტირება შეიძლება განხილული იყოს როგორც სელექციური ნაწილი, რომლითაც გადაწყდება, ვინ გადაიყვანონ კლინიკური ზემოქმედების დასადგენად და ვინ - არა.

"აქ ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, რამდენი საათის წინ მოიხმარა პირმა ნარკოტიკული ნივთიერება ან არის თუ არა მის ორგანიზმში, არამედ არის თუ არა ის ზემოქმედების ანუ თრობის ქვეშ. ტესტი ადგენს მხოლოდ 1-დან 8 საათამდე მოხმარებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირი იმ წუთიდან არის დასჯილი. პირი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული როგორც ვიზუალური დათვალიერებით, ასევე შესწავლილი უნდა იყოს მისი ფსიქიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა", - აღნიშნა გური მენაბდიშვილმა.

ცნობისთვის, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. 

კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics