|
2019-04-01 12:36:13, 1336 ნახვა
პოლიტიკა
უზენაეს სასამართლოში რთული მდგომარეობაა - ომბუდსმენის ანგარიში
სახალხო დამცველის შეფასებით, უზენაეს სასამართლოში რთული მდგომარეობაა შექმნილი. ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს პარლამენტში აქტიურად და ღიად წარიმართოს. "სახალხო დამცველის მოსაზრებით, რეფორმამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ გამოწვევებს: • მოსამართლეობის კანდიდატები ღია, სამართლიანი ინკლუზიური პროცესით უნდა შეირჩნენ. ყველა მსურველს, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, უნდა შეეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება; რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 იანვრიდან მოყოლებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრებზე წარმოდგენილ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული ცვლილებების კანონპროექტი. სამწუხაროდ, განხილვების დროს გამოთქმული მნიშვნელოვანი და ძირეული საკითხები მასში არ ასახულა. პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მიუღებელია კანონის პროექტში კრიტერიუმების დადგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს პოტენციური კანდიდატების წრის მაქსიმალურ დავიწროებას. ბოლო ცვლილებები აღნიშნულ მუხლში პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს შეიტანა (კონსტიტუციის ახალი ვერსიის ჰარმონიზაციის პროცესში), თუმცა არც კრიტერიუმი და არც გამოცდის ჩარების მოთხოვნა კანდიდატებისთვის არ ყოფილა დადგენილი. არც საკონსტიტუციო სასამართლო, არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მოითხოვს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებისთვის ფორმალურად გამოცდის ჩაბარების მოთხოვნას და მათი შერჩევისას, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მათი კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების შეფასებას მაინც ახერხებენ. გამომდინარე იქიდან, რომ კრიტერიუმების ამ კუთხით დავიწროების არანაირი საჭიროება არ ყოფილა, სრულიად გაუგებარია ამ დებულების მიღების გამართლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა. გარდა კრიტერიუმების პრობლემისა, შემოთავაზებული კანონის პროექტის ერთ-ერთი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების დეცენტრალიზაციამდე, აუცილებელია გარკვეული საგამონაკლისო რეგულირების მიღება. კერძოდ, (1) იუსტიციის უმაღლესი სკოლა ფუნქციურად უნდა გაიმიჯნოს საბჭოსგან; (2) სასამართლოს თავმჯდომარეები თავად სასამართლოებმა უნდა აირჩიონ; (3) უნდა დადგინდეს გამჭვირვალე დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები; (4) მოსამართლეთა შერჩევადანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ამ ყველა გამოწვევის აღმოფხვრამდე, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული გადაწყვეტილებების მიმართ დამატებითი პროცედურული გარანტიების დადგენა. ეს შეიძლება გულისხმობდეს განხილვის გრძელ ვადებს, დამატებით დასაბუთებებს ან/და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მაღალ კვორუმს. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი გულისხმობს როგორც ფუნქციების გამიჯვნას, ისე ურთიერთდაბალანსებას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასამართლო ხელისუფლება დიდი გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოს პარლამენტს ეკისრება ვალდებულება, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გაზრდის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას. და ბოლოს აუცილებელია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს პარლამენტში აქტიურად და ღიად წარიმართოს. წარმოდგენილი კანონპროექტით, პარლამენტში მთლიანი პროცედურის მხოლოდ მცირე ნაწილი მიმდინარეობს და დადგენილია განხილვის საკმაოდ მცირე ვადები. არ არის მითითებული, თუ ვინ შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფის წევრი, გაწერილი არ არის სამუშაო ჯგუფის როლი, საქმიანობა და ინფორმაციაზე წვდომის საკითხები. საბჭოს მიერ კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია არ ეგზავნება პარლამენტს. კანდიდატების მოსმენა მხოლოდ კომიტეტის სხდომაზე ხდება, სადაც კითხვების დასმა მარტო კომიტეტის წევრებს შეუძლიათ და არა სამუშაო ჯგუფის ან პარლამენტის სხვა წევრებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პლენარულ სხდომაზე კანდიდატებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა არ არსებობს. ადამიანის უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ ექცევა სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში. აუცილებელია იმგვარი ინსტიტუციური ჩარჩოსა და მექანიზმის მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს ეფექტიან და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და ამავე დროს, საზოგადოების ნდობასაც უზრუნველყოფს. უზენაესი სასამართლოს არჩევის წესის რეგულირება ის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელზეც დამოკიდებულია სასამართლოს მიმართ ნდობა. მოსახლეობას, პროფესიულ და პოლიტიკურ წრეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მოსამართლეთა არჩევის წესი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და მიზანმიმართულია სასამართლო სისტემის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში სრულად იხილეთ აქ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)