|
2019-04-01 11:10:19, 916 ნახვა
საზოგადოება
Night Lab-ის პირველი ჰაკათონი დასრულდა
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტისა და “თბილისის სტარტაპ ბიუროს“ ერთობლივი პროექტის - Night Lab-ის პირველი ჰაკათონი, რომელიც 48 საათის განმავლობაში „ღვინის ქარხანაში“ მიმდინარეობდა დასრულდა. Night Lab არის ინოვაციების ხელშემწყობი რეგულარული საჯარო ღონისძიებების სერია, რომლის ფარგლებშიც, კრეატიული ადამიანები იკრიბებიან, ახდენენ პროდუქტების ან ბიზნეს იდეების გენერირებას, რომლებსაც აღასრულებენ ან გარკვეულ ეტაპამდე მიჰყავთ. სერიის მიზანია, ღამის ეკონომიკის ჭრილში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტებისა და პროდუქტების განვითარება, ინოვაციური იდეების გენერირება და ხელშეწყობა. Night Lab-ის პირველ ჰაკათონში 15 გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც შესარჩევი ტური წარმატებით გაიარეს. შერჩეული გუნდები ორი დღის განმავლობაში გუნდური მუშაობის შედეგად და კომპეტენტური მენტორების ზედამხედველობის პირობებში მუშაობდნენ ციფრულ სერვისებზე, პროდუქტის პროტოტიპებზე, აპლიკაცია/ვებგვერდებზე, მოწყობილობებზე ან მონაცემების მოძიებისა და ვიზუალიზაციის საშუალებებზე, რომლებიც რელევანტური იქნება ღამის ეკონომიკის გაძლიერებისთვის. დასკვნით ღონისძიებაზე გუნდებმა საკუთარი პროექტები კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინეს. სპეციალურად შემუშავებული შეფასების სისტემის მეშვეობით ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა: პირველი ადგილი - გუნდი “ამპლიტუდა”, მეორე ადგილი - Denoiser; მესამე ადგილი - Night Coin. გამარჯვებულ გუნდებს 3 000, 2 000 და 1 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო და სხვა პრიზები გადაეცათ. პროექტის პარტნიორები არიან: Orient Logic, Grant Thornton Georgia, Spark, Edison, Dunkin, Wendy's, და GITA. პროექტის მთავარი მედიაპარტნიორია 4U.ge
(NS)
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)