|
2019-03-31 12:54:21, 3276 ნახვა
სხვადასხვა
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც შეუძლიათ
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. საარჩევნო უბანი თბილისში, უკრაინის საელჩოს შენობაში არის გახსნილი. საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, საარჩევნო უბანი დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 39 კანდიდატია დარეგისტრირებული. პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენქვეყნის ტერიტორიაზე 199 საარჩევნო ოლქია. სულ 29 888 საარჩევნო უბანი მოქმედებს, საზღვარგარეთ კი 101 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ, შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ, გაერთიანების „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე იური ბოიკომ, „სამოქალაქო ოპოზიციის“ ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ, რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ და სხვებმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)