18:20 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 19:03:24, 1269 ნახვა

საზოგადოება
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს

სარკინიგზო ტრანსპორტის  კოლეჯი აცხადებს  საგაზაფხულო მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, სავაგონო მეურნეობა, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა,  რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და სარკინიგზო გადაზიდვები. აღნიშნული 6 პროგრამის შესწავლა  კოლეჯში  დუალური მეთოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ეს  მეთოდი ითვალისწინებს  საქართველს რკინიგზაზე რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებით პრაქტიკული უნარების დაუფლებას.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები  გარანტირებულად  დასაქმდებიან საქართველოს რკინიგზაში.

გარდა დუალური პროგრამებისა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი  ახორციელებს მიღებას  მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ლოკომოტივის მართვა და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

29 მარტსა და 5 აპრილს  კოლეჯში გაიმართება ღია კარის დღეები, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ  მიიღონ დეტალური ინფორმაცია  პროფესიულ  და საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის, ჩარიცხვის წესის და სწავლის  შესახებ. 

მისამართი: ქ. თბილისი, თემქის მე-11 მიკრო რაიონი მე-3 კვარტალი (თბილისის ზღვის ასასვლელთან).

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics