09:00 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 10:43:09, 717 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის ზონაში არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაცია დასრულდა

სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთათვის დახმარების დროულად აღმოჩენის მიზნით, თბილიის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სტიქიის ზონაში არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაცია დაასრულა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, სპეციალურმა ჯგუფებმა დეტალურად აღწერეს ვერეს ხეობის, სვანიძის ქუჩის, მზიურისა და ახალი გზის მიმდებარე ტერიტორია. 

აღწერილი ქონება მოქცეული იქნება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, იმსჯელოს შემდგომი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ინვენტარიზაციის პროცესს წყნეთის ხევში დღეს ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე დაესწრნენ. 
ლაშა აბაშიძის განცხადებით, ზიანის შეფასების შემდეგ დადგინდება კონკრეტული მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მოხდეს ზიანის კომპენსირება.

როგორც კარლო ლაფერაძემ აღნიშნა, უძრავი ქონების ინვენტარიზაცია მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება. 

ამასთან, პროცესს ესწრებიან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც განსაზღვრავენ ოჯახის წევრების რაოდენობას და მათ სოციალურ მდგომარეობას. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები არიან ექპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics