|
2019-03-28 14:49:24, 1397 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: მზად ვართ ქართველ ხალხს დავეხმაროთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის ქართველ ხალხს დაეხმაროს, რომელიც ამერიკელთა მიმართ კეთილგანწყობილია, - ამის შესახებ პომპეომ 27 მარტს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე კონგრესმენის კითხვის პასუხად განაცხადა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს მოსმენა გაიმართა, საკითხზე: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტი“. მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთიდან, ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე. მოსმენისას კონგრესმენმა სტივ ჩაბომ (რესპუბლიკელი-ოჰაიოს შტატი) ყურადღება გაამახვილა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. „საქართველო და უკრაინა ორივე პუტინის მხრიდან ინტენსიური და მუდმივი ზეწოლის წინაშე არიან. ორივე ამ ქვეყნის ტერიტორია უკანონოდ არის რუსეთის კონტროლის ქვეშ. ამ რისკების მიუხედავად საქართველო და უკრაინა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა აქტიურად ახორციელებს პროდასავლურ პოლიტიკას. თუ შეიძლება გვითხარით, როგორ აძლიერებს პრეზიდენტის ბიუჯეტი ჩვენი ამ უმნიშვნელოვანესი პარტნიორებისადმი მხარდაჭერას?“, - აღნიშნა კონგრესმენმა. „როგორც ნახეთ, ორი სახის რეალური გზით გავუწიეთ უკრაინას ხელშესახები დახმარება. ჩვენ უკრაინელ ხალხს მივაწოდეთ თავდაცვითი სახის შეიარაღება. ასევე დავეხმარეთ დაზვერვითი სახის ინფორმაციით, ჩემს წინა თანამდებობაზე მუშაობისას, სახელმწიფო მდივნად დანიშვნამდე. თქვენ ხედავთ ჩვენ ძალისხმევებს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ძალისხმევებს. მალე არჩევნები ახლოვდება უკრაინაში. მრავალი ელემენტია ამ მიმართულებით. და მე ვსაუბრობდი ამის შესახებ, რაშიც როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე თავდაცვის დეპარტამენტია ჩართული. ჩვენ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია აშშ-ის მიმართ და იზიარებს ჩვენს ხედვას, თუ როგორ ოპერირებს რეგიონი“, - თქვა კონგრესმენი ჩაბოს შეკითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, პომპეომ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)