|
2019-03-26 15:58:12, 1836 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: მზად ვართ მხარი დავუჭიროთ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან თანხვედრაშია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო თბილისში, „აქსის თაუერსის" სავაჭრო სივრცის გახსნის ღონისძიებაში, სადაც ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი", 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი", ბიზნესცენტრი, გასართობი, საცხოვრებელი საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები ამოქმედდება. როგორც გიორგი ქობულიამ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, პროექტი სრულად შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებს. „მივესალმები ამ პროექტს, რომელიც, პრაქტიკულად, სრულ თანხვედრაშია მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებთან, მათ შორის არის ტურიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იქნება „პულმანის" სასტუმრო და შეიქმნება ახალი ატრაქციები როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. როგორც ვიცით, აქ იქნება შესანიშნავი გასართობი ცენტრი, საერთო საზოგადოებრივი სივრცე და ისეთი ჰიპერმარკეტი, როგორიც „აგროჰაბია." რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს არამარტო თბილისის იერსახის და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, არამედ ეხმარება მთლიანად ჩვენს ეკონომიკას. ასეთი პროექტები გვჭირდება ბევრად მეტი და მუდამ მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი პროექტების ინიციატორები და ორგანიზატორები იქნებიან მომავალში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. „აქსის თაუერსის" სავაჭრო სივრცე ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერსის" შენობაშია განთავსებული. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „აქსის თაუერსი" 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს, ესენია: 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი", ბიზნესცენტრი, გასართობი, საცხოვრებელი და კომერციული ფუნქციები. ასევე იგეგმება საგამოფენო და რეკრიაციული სივრცეების მოწყობა მათივე ინფრომაციით, „აქსის თაუერსის" მშენებლობა 2019 წელს დასრულდება, მისი ხუთი დეველოპერული მიმართულება კი ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას. პირველ ეტაპზე გაიხსნა სავაჭრო ცენტრი, სადაც პირველი, ქართული სოფლის ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი" განთავსდება. „აქსის თაუერსი" თანაინვესტირების ფონდთან თანამონაწილეობით აშენდა და მისი მთლიანი ინვესტიცია 92 მლნ დოლარს შეადგენს.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)