|
2019-03-25 15:51:22, 1898 ნახვა
ეკონომიკა
„ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა
ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla -ს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი სლოგანი გახლდათ #ვიზრუნოთ! ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ წარმოდგენილი ახალი თაობის ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე Toyota RAV 4 და Corolla შექმნილია თქვენს კომფორტსა და გარემოზე ზრუნვისთვის. „ტოიოტა მოტორს კორპორეიშენი“ არის პირველი ავტომწარმოებელი კომპანია რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა გლობალური ეკოლოგიური საფრთხეების გადაწყვეტის საკითხში და პირველმა შეიმუშავა და დაიწყო ჰიბრიდულ ძრავებზე მომუშავე ავტომობილების სერიული წარმოება, რომლებმაც რევოლუციური ცვლილებები გამოიწვიეს და დღესდღეობით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ საქართველოში. ტოიოტას ინოვაციური მიდგომები მსოფლიოს აახლოვებს მიზანთან - ვიმოძრაოთ გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე. ეს მიზანი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, რადგან საწვავის ემისიის გამო უდიდესი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე ვდგავართ. სწორედ ამიტომ, ტოიოტა ცენტრი თეგეტას სამოდელო ხაზში მრავლად არის წარმოდგენილი ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე მოდელები, როგორებიცაა: Prius-ი, RAV 4, Corolla, CHR და Camry.
ახალი Toyota RAV 4 ჰიბრიდით, აღარ ზრუნავს მხოლოდ ჩვენს კომფორტზე, არამედ ზრუნავს იმ პასუხისმგებლობაზე რომელსაც ჩვენ განვიცდით მანქანის მართვის დროს - ვიზრუნოთ გარემოზე და ნაკლებად დავაბინძუროთ. ამასთან ერთად, ახალი RAV 4 არის საუკეთესო, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მოდელი წარმოდგენილია ძლიერი და დახვეწილი დიზაინით, ურბანული ხასიათის ჰიბრიდული ელემენტით, სრული უსაფრთხოების შეგრძნებით და მძღოლის დამხმარე პაკეტებით. ის გახლავთ SUV ავტომობილი, რომლის მართვა სასიამოვნოა ნებისმიერ რელიეფზე. აგრესიულ და სპორტულ ინტერიერთან ერთად ავტომობილს აქვს ახალი TSS უსაფრთხოების სისტემა, რომელიც გვაძლევს თავდაჯერებულობას და მეტ გამბედაობას მართვის დროს. რაც მთავარია ზრდის თქვენი და თქვენს გვერდით მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დონეს. ახალი RAV 4 -ის ჰიბრიდული სისტემა ავტომობილის მართვას ხდის უფრო ძლიერს, არის სწრაფი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, აქვს 222 ცხენის ძალა და 8.1 წამი აჩქარების დრო, 30%-ით გაძლიერებულია უკანა თვლები, არის ჩუმი და მსუბუქი მართვის დროს და გააჩნია მსოფლიოში საუკეთესო თერმული ეფექტურობა.
რაც შეეხება ახალ Toyota Corolla-ს, მისი ინოვაციური, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავი უზრუნველყოფს ენერგიულ მართვას. ეს კი ნიშნავს, რომ კოროლა გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ გარემოზე და მეტი ჟანგბადი იყოს ჩვენს ქალაქში. დიზაინის და ინჟინერიის სრულიად ახალი მიდგომით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი წარმოდგენილია ახალი გლუვი ექსტერიერით, სრულად განახლებული ინტერიერით, გაუმჯობესებული ტექნოლოგიებით და რაც ყველაზე მთავარია, განახლებული უსაფრთხოების TSS მახასიათებლებით, რომელსაც უსაფრთხოება ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. სისტემა განახლდა ინტელექტუალური მახასიათებლებით, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს საგზაო შემთხვევების თავიდან აცილებას და ზრდის თქვენი და თქვენი გარშემომყოფების უსაფრთხოებას. ტოიოტა ცენტრი თეგეტა - #იზრუნე საკუთარ თავზე, შენს გარშემომყოფებსა და გარემოზე.
(R)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)