|
2019-03-24 12:53:07, 3718 ნახვა
სხვადასხვა
24 წლის ტარიელის ჯანმრთელობას რომელმაც შიშველი ხელით მგელი მოკლა საფრთხე არ ემუქრება
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელი ადგილობრივებს თავს დაესხა. მტაცებლის მოგერიება 24 წლის ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც მას უიარაღოდ შეებრძოლა. ინციდენტი 19 მარტს, საღამოს მოხდა. "უნდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც მითიური გეგონებათ... ეს ტარიელია წალკაში ცხოვრობს მის სოფელში აგრესიული მგელი შევარდა და ქალებს თავს დაესხა. ეს ადამიანი შიშველი ხელებით შეებრძოლა მგელს და დაამარცხა" -წერს ჯაბა ხინიკაძე. "საღამო ხანს ორი ქალბატონი სახლისკენ მიდიოდა. როდესაც ერთი შინ შევიდა, სახლის აივანზე მგელი დაესხა თავს. ყვირილზე მეორე ქალიც მივარდა. მგელმა ისიც დაკბინა. მათი გადარჩენა მეზობლად მცხოვრებმა ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც უიარაღოდ შეეჭიდა მგელს. საბოლოოდ, მტაცებელი მეზობლებმა ხელკეტებითა და ნაჯახით მოკლეს“, – უთხრა „რეგინფოს“ წალკის მერმა, ილია საბაძემ. ერთ-ერთ ქალს მგელმა ხელზე უკბინა, მეორეს კი ჭრილობა ყელის არეში აქვს. დაზიანებები მიიღო თავად ტარიელ მიქელაძემაც. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა მათგანს ჩაუტარდა აცრები და სხვა სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)