|
2019-03-23 14:03:52, 1326 ნახვა
პოლიტიკა
აპატურაი: საქართველოს ყველა საშუალება აქვს ნატო-ს მომავალი წევრობისთვის მოემზადოს
„ნატო გააგრძელებს ასპირანტი ქვეყნის მხარდაჭერას და მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, რომ უსაერთაშორისო სამართლის პრინციპების ჩარჩოებს ნდა დაუბრუნდეს“ - ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ. ქრონიკასთან ინტერვიუში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ნატო მსჯელობს შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება. „ჩვენ ვამბობთ და გვჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი რეფორმის გასატარებლად და გავაგრზელებთ იმპლემენტაციის პროცესს. ჩვენ ახლა ასევე განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს დაეხმარება შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერებაში. ამით მინდა ვთქვა, რომ არ შეგვიწყვიტავს ახალ იდეებზე ფიქრი და ახალი ინსტრუმენტების თუ მექანიზმების შედგენა. ზოგადად, საქართველოს ყველა საშუალება აქვს მოემზადოს ნატო-ს მომავალი წევრობისთვის. ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რაც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა და დღემდე აკეთებს და იმ სირთულეებისა, რასაც ნატოს გენერალური მდივანი ქმნის, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ამბობენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ნატო გააგრძელებს ასპირანტი ქვეყნის მხარდაჭერას. ნატო მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, რომ უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების ჩარჩოებს", - განაცხადა მან. ჯეიმს აპატურაიმ არაღიარების პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელსაც ნატო განაგრძობს და საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ალიანსი მუდმივ კონტაქტზეა ოფიციალურ თბილისთან და კარგად იცის თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „გენერალური მდივანი საქართველოში განაცხადებს და ჩვენ ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუდასტურებთ, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულონ აღებული ვალდებულებები. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასულ კვირას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას. მუდმივ კონტაქტზე ვართ თბილისში ჩვენს სამეკავშირეო ოფისთან და მონიტორინგს ვუწევთ პროცესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებებს, ძაკიან კარგად ვიცით, რომ შედეგი არ არის და ეს იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული. ჩვენც ვაღიარებს რომ პროცესი არსად მიდის, მაგრამ ეს არის ერთადერთი საშუალება რაც გვაქვს. საქართველო არ აკლებს მცდელობას და ამას პატივს ვცემთ, რა შეიძლება იყოს მეტი, არ ვიცი, ვფიქრომ ამაზე საუბარი არ არის ნატოს მანდატი. ახლა ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებებს, თუ იქნება სიახლე, რომელსაც ნატო-ს წევრები მხარს დაუჭერენ ეს სხვა მსჯელობის თემაა“. - ამბობს ჯეიმს აპატურაი.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)