|
2019-03-22 15:38:06, 1876 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს
„ჩვენ ჩამოვედით ლენტეხში მოსახლეობასთან შესახვედრად, გვინდოდა გვესაუბრა, თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ „ხელედულა ჰესის" მშენებლობამ და დიალოგის რეჟიმში მოგვესმინა თუნდაც მწვავე შენიშვნები, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებდით. თუმცა, დავინახეთ, რომ აზრი არის გაყოფილი ორად - არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა, მოსმენა და კითხვების დასმა ჰესის მშენებლობის საკითხებზე, ასევე არის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს კომუნიკაცია ამ საკითხზე. ჩვენ მოვერიდეთ დაპირისპირებას, ამის ესკალაციას და გადავწყვიტეთ, რომ გადავდოთ საჯარო განხილვა“, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ლენტეხში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. მინისტრის მოადგილე პრემიერის მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბართან ერთად „ხელედულა ჰესის" პროექტის საჯარო განხილვისთვის დღეს ლენტეხში იმყოფებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. „პროექტის დამუშავება ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ჩატარდა ძალიან ბევრი შეხვედრა, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორთან, რომელმაც აიღო ძალიან ბევრი ვალდებულება - მაგალითად, სრულიად უარი თქვა ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე და მზად არის, რომ შემოიყვანოს გვირაბის გამყვანი მანქანა, ასევე ვალდებულებები აიღო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ეს არის მეწყერსაშიში ზონა, სადაც ისედაც საფრთხის ქვეშ არის ადგილობრივი მოსახლეობა და ჰესის მშენებლობის პროცესში ეს საფრთხე მოიხსნება, ასევე დაწესდება მუდმივი მონიტორინგი" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ინვესტორი ასევე გეგმავს შექმნას სპეციალური სოციალური ფონდი, რომელიც მართვაში გადაეცემათ ადგილობრივებს და ამ ფონდში არსებული თანხა, დაახლოებით ათჯერ მეტი იქნება ადგილობრივ ბიუჯეტზე, საიდანაც შესაძლებელია ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტის დაფინანსება. „მიუხედავად ამისა, მზად ვართ, რახან კიდევ არის გარკვეული შეკითხვები, მათ ვუპასუხოთ. დღეს ლენტეხში ჩამოვედით არა იმისთვის, რომ დავაანონსოთ მშენებლობის დაწყება, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, საჯარო განხილვის რეჟიმში გვქონოდა კომუნიკაცია და გაგვეცა მათ კითხვებზე პასუხები. ამიტომ, სიმართლე რომ ვთქვა, არ მესმის, როცა გარკვეულ ჯგუფს არ აქვს დიალოგის სურვილი. მსურს, მათ მივმართო, რომ შემოვიდნენ კომუნიკაციაში, დასვან მწვავე შეკითხვები და მიიღონ პასუხები" - აღნიშნა თურნავამ ჟურნალისტის კითხვაზე, კითხვაზე, თუ სავარაუდოდ, როდის და სად შეიძლება გაიმართოს მომავალი შეხვედრა, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ მთავრობა არ ერიდება დისკუსიას, მათ შორის, მწვავე კამათს, ამიტომ, მისი მოსაზრებით, შეხვედრა უნდა ჩატარდეს ადგილზე, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად იგრძნოს თავი იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად დაცულია ეკოლოგიურად და არის სრულიად უსაფრთხოდ, ხოლო მეორე მხრივ, მიიღოს ის სიკეთე, რასაც მოიტანს ჰესის მშენებლობა - მათ შორის იგულისხმება როგორც ახალი სამუშაო ადგილები, ასევე ის სოციალური პროგრამები, რაზეც ვალდებულება აიღო ინვესტორმა. „ამიტომ, ვფიქრობთ, რომ კვლავ ჩამოვალთ აქ და მეტი კომუნიკაციით, მეტი ახსნა-განმარტებით მივაღწევთ შედეგს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)