|
2019-03-22 11:34:32, 1256 ნახვა
პოლიტიკა
გირჩი - მთაწმინდელებს ვთხოვთ, ჩვენი ამომრჩეველი შუალედური არჩევნებისთვის თავიანთ სახლებში ჩაწერონ
„გირჩი“ გამოირჩევა თავისი არასტანდარტული საარჩევნო კამპანიებით და ამიტომაც, ჩვენს არამთაწმინდელ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ გადაეწერონ მთაწმინდაში, - ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „გირჩის“ მხარდამჭერები, რომლებიც მთაწმინდაში გადაეწერებიან, „გირჩი“ კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს. „ეს არჩევნები „გირჩისთვის“ არის რეალური შესაძლებლობა, რომ პარლამენტის ტრიბუნაც დაემატოს იმ იარაღებს, რასაც ვიყენებთ ხოლმე ქვეყანაში თავისუფლების გაფართოებისთვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ჩვენი მხარდამჭერებისთვისაც და მთელი მოსახლეობისთვისაც. შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო კამპანია დავიწყეთ და იცით, რომ „გირჩი“ გამოირჩევა თავისი არასტანდარტული კამპანიებით, არასტანდარტული აქტივობებითა და კამპანიის მანძილზეც ვეცდებით, რომ სულ რაღაც ისეთი შემოგთავაზოთ, რასაც სხვა პარტიები ან ვერ მოიფიქრებდნენ ან რაღაც-რაღაცეები არ ეყოფოდათ. ჩვენ ცესკო-სთან გავარკვეეთ, რომ ყველა მსურველს აქვს უფლება მარტივად გადაეწეროს იქ, სადაც უნდა. კონსტიტუციით არის დაცული ჩვენი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება. ასე რომ პრობლემა არ არის ამ მხრივ და გვინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს ორი რამ მოვუწოდოთ: ერთი - მთაწმინდელ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ გამოგვეხმაურონ და თავიანთ სახლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბიდან „გირჩის“ მხარდამჭერები მათთან გადაეწერონ მასიურად და მეორე - არამთაწმინდელ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ ისინიც ამ ხალხთან გადაეწერონ მასიურად სახლებში. ერთი პრობლემა, რაც შეიქმნას ის არის, რომ ამ ორი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები სულადობრივად ითვლება და „გირჩი“ თავის თავზე იღებს ამ ათასობით ლარს წყლის და დასუფთავების. ასე რომ ეს პრობლემა არ იქნება. ყველა, ვინც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, ყველა მათგანს დაერიცხება „გირჩის“ ციფრული ვალუტა. მე მგონია, რომ მართლა რეალური შანსები გვაქვს ამ არჩევნებში გამარჯვების, ჩემზე უკეთესს კანდიდატს ჯერჯერობით ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ჰერმან საბომ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)