|
2019-03-21 15:21:28, 1930 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ბელარუსის მხარე მზად არის, ქართული პროდუქციის იმპორტი გააძლიეროს
„ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა, ბელარუსი ჩვენი ახლო და კარგი პარტნიორია, ამ ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკას მომავალში ძალიან წაადგება. ბელარუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის, კერძოდ, კვების პროდუქტების იმპორტი ", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის დასრულების შემდეგ. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, სხდომის შემდეგ მხარეების მიერ ძალიან მნიშვნელოვან ოქმს მოეწერა ხელი, რომელიც საქართველო-ბელარუსს შორის თანამშრომლობის დამატებით საშუალებებს ხსნის. სოფლის მეურნეობა, კერძოდ, კვების პროდუქტები და მეცხოველეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო, ტექნოლოგიები და ფარმაცია - ის სექტორებია, სადაც საქართველო და ბელარუსი თანამშრომლობის გაძლიერება-გაღრმავებას გეგმავენ. მათ შორის, გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება. „ბელარუსს ასევე ძალიან ძლიერი მეცხოველეობის სექტორი აქვს, ამ მიმართულებით შეიქმნა საერთო პროექტი, კერძოდ, საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება, ისინი ჩვენ გადმოგვცემენ 100-ზე მეტ სპეციალური ჯიშის მსხვილფეხა საქონელს, რაც ამ სექტორის გაძლიერების და განვითარების საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. კიდევ ერთი სექტორი, სადაც ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს და მომავალში კიდევ უფრო მეტად გეგმავს ამ თანამშრომლობის გაღრმავებას, წარმოებაა. გიორგი ქობულიას განცხადებით, საუბარი შეეხო ტრაქტორების და ლიფტების ერთობლივ წარმოებას, რაც საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველო-ბელარუსს თანამშრომლობის ასევე ძალიან დიდი პერსპექტივები აქვთ ტრანსპორტის და ტექნოლოგიების სექტორში. „ესაა როგორც სატვირთო გადაზიდვები, ასევე ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაიაფოთ ბელარუსიდან პირდაპირი რეისები, რათა იქიდან უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში. ასევე მოლაპარაკება ვაწარმოეთ ტექნოლოგიების დარგში - საქართველოს და ბელარუსის ტექნოლოგიურმა ცენტრებმა მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე, ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, თანამშრომლობის ასევე დიდი პოტენციალია - ბელარუსს აქვს ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქცია", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. საქართველო-ბელარუსი ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ მედიცინის სფეროში - გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოში იხსნება ფარმაცევტული საწარმო, სადაც იწარმოება ის პრეპარატები, რომელთა იმპორტიც აქამდე ბელარუსიდან ხდებოდა. „საქართველოში ჯი-ემ-პი სტანდარტების შემოღებასთან 2021 წლიდან იქნება ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველომ აქ წარმოებული პრეპარატების ექსპორტიც კი გააძლიეროს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)