|
2019-03-21 15:02:52, 1655 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმი ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
ბათუმი, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი). ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე http://bit.ly/2UP4uuK შეუძლია, თუმცა თავდაპირველად აუცილებელია რეგისტრაცია https://www.worldtravelawards.com/register. გამარჯვებული 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ნომინაცია რომელშიც ბათუმი არის წარდგენილი უმნიშვნელოვანესია. ჩვენი შანსები საკმაოდ მაღალია, რომ “World Travel Awards” დაჯილდოვებაზე საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეს ყველაფერი. კონკურენტები ძალიან ძლიერები არიან და ბუნებრივია ყველა მათგანი, ისევე როგორც ჩვენ დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ ნომინანტობით (რომელიც ასევე პრესტიჟულია), არამედ საბოლოო გამარჯვებით. ასეთი ტიპის ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ აღიარება, ჩვენს საერთაშორისო იმიჯსა და ცნობადობის გაზრდაზე ძალიან პოზიტიურად აისახება. ბოლო წლებია ძალიან დიდ დროს ვუთმობთ საერთაშორისო მედია პლატფორმებთან მუშაობას, როგორც პირდაპირი რეკლამის, ასევე პრესტურების სახით. 2017-2018 წწ 1000-ზე მეტი ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა რეგიონს ჩვენი მოწვევით, რასაც ბუნებრივია აქვს შედეგი, რომელიც ვლინდება როგორც ტურისტებისა და ვიზიტორების ზრდაში, ასევე ჩვენი ცნობადობის ამაღლებაში საერთაშორისო კუთხით. კამპანია, რომელიც დავიწყეთ #აირჩიებათუმი უკავშირდება ზემოაღნიშნულ დაჯილდოვებას. გვინდა ყველა გახდეს წარმატების თანამონაწილე. ემოციურად კავშირში იყოს ეს გამარჯვება ყველასთან, ვინც კამპანიის მონაწილე იქნება. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს და ჩვენს ქალაქს იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც ჩვენს წინაშეა სჭირდება ეფექტური საკომუნიკაცია კამპანიები საერთაშორისო ბაზარზე. ტურიზმი არის ჩვეულებრივი ბიზნესი, სადაც არსებობენ კონკურენტები ძლიერი რესურსებით და ჩვენ ამ კონკურენციაში ყოველდღიურად გვიწევს ყოფნა. გამომდინარე აქედან ჩვენ მაქსიმალურად კარგად გვაქვს გააზრებული რას ნიშნავს ნებისმიერი ტიპის გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა დასახელებულები ვართ 2019 წლის ევროპის წამყვან მზარდ ტურისტულ მიმართულებად“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა „World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ღონისძიებაზე, რომელშიც სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ექსპერტები და ტურიზმის სფეროში მსოფლიო მასშტაბის გავლენიანი სუბიექტებია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული, საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს ასახელებენ. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)