|
2019-03-21 12:01:54, 1151 ნახვა
პოლიტიკა
სამართლიანი არჩევნები - უნდა შემცირდეს თანამდებობის პირთა წრე, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შეუზღუდავი უფლება აქვს
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის მიზნით, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია თანამდებობის პირთა წრე დავიწროვდეს, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის შეუზღუდავი უფლება აქვთ,- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების" მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სამუშაო საათებში აგიტაციის აკრძალვა უნდა გავრცელდეს ა(ა)იპ-ებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებსა და თანამშრომლებზე. „საარჩევნო პროცესში საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელებით უკანონო აგიტაციის პრობლემის და ამ პრობლემაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არაეფექტური რეაგირების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საარჩევნო კოდექსში აგიტაციის განმარტება და დაზუსტდეს, რომ საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელის პირადი გვერდების საშუალებით აგიტაცია კოდექსის დარღვევას წარმოადგენს",-აცხადებენ ორგანიზაციაში. ასევე, ანგარიშისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საჩივრების განხილვის პროცესში არსებულ პრობლემებს. ორგანიზაციის პოზიციით, აუცილებელია, საარჩევნო კოდექსში გადაიხედოს საარჩევნო დავების მარეგულირებელი ნორმები და დაკონკრეტდეს ბუნდოვანი დებულებები. "საარჩევნო დავების განხილვისას გადაწყვეტილების მიმღები კომისიები არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ სავარაუდო დამრღვევის ახსნა-განმარტებებს, რაც სხვადასხვა დარღვევების გამართლებისთვის გამოიყენება. საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა შეწყვიტოს კანონის ვიწროდ განმარტების პრაქტიკა და განხილვისას იხელმძღვანელოს კანონის მიზნიდან გამომდინარე. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ მკაფიო რეაგირება უნდა მოახდინოს საარჩევნო კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებზე",- მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს 1030 აკრედიტირებული დამკვირვებლის მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)