|
2019-03-20 21:34:52, 1283 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - არასწორად ვაკეთებთ აქცენტს, არანაირი საქმე „თიბისის“ გარშემო არ არსებობს
ჩვენ არასწორად ვაკეთებთ აქცენტს, არანაირი საქმე „თი-ბი-სის" გარშემო არ არსებობს, „თი-ბი-სიმ" და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა ამოწურულია, - ამის შესაებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ. „ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ზოგიერთი მედიასაშუალებისგან, რომ მოხდეს დაკავშირება „თიბისის" სახელთან ამ ყველაფრის. „თიბისი ბანკი" არის ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მას ჰყავს ძლიერი ინსტიტუციური ინვესტორები და მას აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში და მის მდგრადობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვო, რომ ნუ ახდენთ ამ საქმეების ერთმანეთთან გადაჯაჭვას, ეს არ შეესაბამება რეალობას და მე ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, რომ გადაიფაროს რაღაც კონკრეტული ტრანზაქცია, შესაბამისი არასწორი სახელის დარქმევით ამ ყველაფერზე. როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილზე ამ საქმის ბანკის საქმეზე ხელოვნურად მიერთებამ რაღაცა გავლენა იქონია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს და რეგიონს სჭირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქვეყანას ის აუცილებლად ექნება. „სამწუხაროდ, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. ანაკლიის პორტის იდეა დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ამავე დროს ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. საქართველოს და რეგიონს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ეს ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ვიყავით ამ იდეის ინიციატორები და ჩვენ ამ დროის განმავლობაში გვერდით ვედექით კონსორციუმს, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ. ჩვენ ვმონაწილეობდით და ვაგრძელებთ მონაწილეობას ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებაში, რომელიც დაინტერესებულნი არიან, მოახდინოს კრედიტების მიცემა კონსორციუმზე, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს პროექტების რეალიზაცია. უფრო მეტიც - ჩვენი ძალიან აქტიური ჩართულობის შედეგად ევროკავშირმა ანაკლიის პროექტი შეიყვანა პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში და აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ევროპელ მეგობარს, რომელიც დაგვეხმარა ამ იდეის მხარდაჭერაში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას მთავრობაში არ სურს ანაკლიის პროექტის განხორციელება არის იაფფასიანი სპეკულაცია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)