|
2019-03-19 17:07:57, 3975 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე პოსტს საკუთარი ნებით ტოვებს
დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების წარდგენას ის დღეს აპირებდა, თუმცა, განმეორებით გამართულ ბიუროს სხდომაზე არ მიიწვიეს. „როდესაც კენჭისყრა ჩემი თანამდებობიდან გადაყენების საკუთხზე გაიმართა, მე გავედი პრესასთან და ეგრევე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ მე გადავწყვიტე თვითონ დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა და გავაკეთე ამის თაობაზე ახსნა-განმარტება. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს, რომ მიმეღო მოწვევა ბიუროზე, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი ხელოწერილი განცხადება, რომელსახ ახლავე გადმოგცემთ. ასე რომ მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, უღრმესი მადლობა, ვინც თქვენი სინდისით დღეს იხელმძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ. ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია, ჩათვალეთ, რომ მე ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო. საკითხი პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდმა დააყენა. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მანვე განაცხადა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით არ გამოირჩეოდა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)